შუკაკიძის დაჯგუფება გირებით და განტელებით გაგვისწორდა, დამკვეთიც ხელის გულზეა - ეძგვერაძემ კლინიკა დატოვა

25.09.23 16:11
შუკაკიძის დაჯგუფება გირებით და განტელებით გაგვისწორდა, დამკვეთიც ხელის გულზეა - ეძგვერაძემ კლინიკა დატოვა

ქართული ოცნების მხარდამჭერების მიერ ნაცემი დეპუტატი დღესაც ამბობს, რომ გლდანის ინციდენტში არა 6 პირი არამედ 40-მდე თავდამსხმელი იღებდა მონაწილეობას. 

კოტე ზარნაძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება მოძალადეებს ხელს აფარებს, რადგან საკრებულოს დეპუტატის თქმით, მათი უმრავლესობა სიპ-ებსა და აიპ-ებში არის დასაქმებული. 

აბსოლუტურად ყველაფერი დალეწეს, გვირტყამდნენ განსაკუთრებით თავის და წელის არეში, ალბათ დავალება ჰქონდათ ამ ყვავ-ყორნებს, არაკაცებს, რომ დაზიანებები სახის არეში არ მიეყენებინათ, უფრო თავში გვირტყამდნენ, გირებით და განტელებით გაგვისწორდნენ...

არიან ადამიანები, რომლებიც პირდაპირ დაადასტურებენ, კალაძის ბრალეულობაა, პირდაპირ აიპებში და სიპებში იქნებიან გაფორმებულები ეს ადამიანები. ტატო ხუნდაძე გამგეობაში მუშაობს, დაახლოებული პიროვნებაა კოტე ზარნაძესთან და ყველა არჩევნებში იღებს აქტიურ მონაწილეობას, დარბევებში"- აცხადებს ნაცემი დეპუტატი.

მისი თქმით, პოლიტიკური თავდასხმის დამკვეთი ხელის გულზე დევს - ეძგვერაძე ხელს კახა კალაძეს და გლდანის მაჟორიტარს კოტე ზარნაძეს ადებს: 

ამ ყველაფრის დამკვეთი, ეჭვიც არ მეპარება, ხელისგულზე დევს, რომ არიან კონკრეტული პიროვნებები: კალაძემ, ზარნაძემ გამოიყენა უბინძურესად "კანონიერი ქურდი" ნოდარ შუკაკიძე"- დასძინა მან. 

ცნობისთვის, სამშობლოს ღალატსა და რუსეთის აგენტობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძის თემაზე მწვავე დაპირისპირება საკრებულოში წინა კვირას მოხდა. ამ დროს ერთმანეთს კახი კალაძის მეგობარი, დეპუტატი კოტე ზარნაძე და ნიკა მელიას მეგობარი დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ. ზარნაძემ ეძგვერაძეს დროშა ესროლა, ეძგვერაძემ კი მას შუკაკიძის "შნირი" უწოდა.

ამ ჩხუბიდან 5 საათის შემდეგ ირაკლი ეძგვერაძე სახლში დაბრუნდა, ის გლდანში ცხოვრობს, სწორედ ამ დროს დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს, საკრებულოს დეპუტატი. ეძგვერაძემ თქვა, რომ დამკვეთი "ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძეა, შემსრულებელი კი ნოდარ შუკაკიძის დაჯგუფება. 

მსგავსი სიახლეები