რუსეთიდან ფრენების დაატება არა ტურისტებისთვის, არამედ სანქციების თავის არიდებისთვის კეთდება - ნადირაძე
რუსეთიდან ფრენების აღდგენა და ავიარესიების დამატება რუსეთის სანქციებისგან თავის არიდებას და რუსი ფბშნიკების ჩამოსვლას ემსახურება, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, რუსეთის მიზანია საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს.
თბილისის შემდგომ უკვე ბათუმიდან დაიწყება ფრენები და არ უნდა გვქონდეს მოლოდინი ჩვენ, აჭარლებს, რომ ტურისტებისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ეს კეთდება ერთადერთი მიზნით, რომ რუსეთის სანქციებისგან თავის არიდება მოხდეს და ამ რუსმა ფსბ-შნიკებმა, ბიზნესმენებმა, პუტინის მაფიოზებმა შეძლონ თავისუფლად ბოგინი და მათი ინტერესების გატარება ჩვენი ქვეყნის და ცივილიზებული სამყაროს საწინააღმდეგოდ, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.
რუსული ავიაკომპანია Azimuth, რომელმაც თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენები განაახლა, ახალ მიმართულებებს ამატებს და ბათუმიდან და სოჭიდან ფრენებს იწყებს.
ბათუმი-მოსკოვის ხაზზე ფრენები 9 ოქტომბრიდან იწყება, ხოლო თბილისი-სოჭის მიმართულებით 11 ოქტომბრიდან.