პოლიტიკური ანგარიშსწორება გლდანში - შუკაკიძის დაჯგუფება საზღვარზე გადასვლას და მიმალვას ცდილობდა

25.09.23 15:43
პოლიტიკური ანგარიშსწორება გლდანში - შუკაკიძის დაჯგუფება საზღვარზე გადასვლას და მიმალვას ცდილობდა

მიმალვას აპირებდნენ და 6-ვე ბრალდებული სომხეთის საზღვართან დავაკავეთ - ეს განცხადება გლდანში პოლიტიკური ანგარიშსწორების საქმეზე დაკავებულების სასამართლო პროცესის დროს საქმის პროკურორმა გააკეთა. 

შოთაძის უწყება ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს და არგუმენტად მიმალვის საფრთხეს ასახელებს. 

პროკურორის ინფორმაციით, დაკავებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებს აძლევენ და თანამზრახველებს არ ასახელებენ.

საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გლდანში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დროს დაკავებული 6 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

 

მსგავსი სიახლეები