რუსეთიდან რეისების გაზრდა კიდევ მოხდება, რაც საქართველოს ძალიან დააზიანებს - გიორგი კოდუა
"ეარ ჯორჯიას" დირექტორი გიორგი კოდუა ამბობს, რომ რუსეთიდან ავიარესების დამატება კიდევ მოხდება. საუბარია არა მხოლოდ სოჭზე, არამედ რუსეთის სხვა მეორად ქალაქებზე. ავიაციის სფეროს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ რუსეთიდან გახშირებული ფრენები ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო იქნება.
პრეცედენტი მოხდა, დაიშვა, აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს რეალობა, რომ რუსეთიდან მოხდება რეისების გაზრდა. ამით არ გაჩერდება. თქვენ კიდევ უნდა ელოდოთ, მე მაქვს ინფორმაცია, რომ არა მარტო ბათუმი, თბილისი, ქუთაისი, სოჭიდან და მოსკოვიდან, ანალოგიურად არის მარშრუტების განხილვა, რომელიც არა მოსკოვიდან, არამედ მეორადი ქალაქებიდან მოხდება, შეიძლება უახლოეს მომავალში ფრენების გახორციელება. გრძელვადიან პერსპექტოვაში ძალიან დაგვაზიანებს ჩვენ და ნაკლებად რუსეთს. ევროპა, მემოგნი, უფრო მკაცრად უპასუხებს, კრიტიკულად იქნება განწყობილი, - ამბობს კოდუა.
რუსული ავიაკომპანია Azimuth, რომელმაც თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენები განაახლა, ახალ მიმართულებებს ამატებს და ბათუმიდან და სოჭიდან ფრენებს იწყებს.
ბათუმი-მოსკოვის ხაზზე ფრენები 9 ოქტომბრიდან იწყება, ხოლო თბილისი-სოჭის მიმართულებით 11 ოქტომბრიდან.