"ოცნებამ" იმაზე იფიქროს, თვითონ ნუ ასუსტებს სახელმწიფოს - დაუშვილი
""ოცნებამ" იმაზე იფიქროს, თვითონ ნუ ასუსტებს სახელმწიფოს და ნუ აზიანებს ჩვენს ქვეყანას," - ასე პასუხობს პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი მმართველი პარტიის ახალ მესიჯბოქს, რომ თითქოს ფარცხალაძის საკითხზე უწყვეტი საუბარი ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს.
დაუშვილის თქმით, მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" მაქსიმალურად უწყობს ხელს ჯაშუშობაში მხილებულ ფარცხალაძეს, სწორედ ეს აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას.
"ოცნების" ლიდერები პირდაპირ გადაფარებული არიან და ყველა საშუალებით იცავენ ფარცხალაძეს, ეს ასუსტებს სახელმწიფოს და ეს აყენებს უდიდეს რეპუტაციულ ზიანს აყენებს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. "ოცნებამ" იმაზე იფიქროს, თვითონ ნუ ასუსტებს სახელმწიფოს და ნუ აზიანებს ჩვენს ქვეყანას და მოქალაქეებს,“ - ამბობს მიხეილ დაუშვილი.