მნიშვნელოვანია ხელისუფლების ობიექტური მიდგომა - ბოტკოველი შოვის მოვლენების შესწავლაზე

25.09.23 16:03
მნიშვნელოვანია ხელისუფლების ობიექტური მიდგომა - ბოტკოველი შოვის მოვლენების შესწავლაზე

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი შოვის მოვლენების შესწავლაში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ პროცესში ხელისუფლების ობიექტური მიდგომაა მნიშვნელოვანი.  ამასთან, ოპოზიციის წევრი ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს. 

დამატებით ჯგუფის ჩართვას, კარგია ეს, ცუდი არ არის, თუმცა აქ ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად ობიექტურად მიუდგება ხელისუფლება ამ პროცესს და რამდენად ობიექტური შესაძლებლობები მიეცემა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც შეისწავლიან ამას. აქ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთ რამეს, რომ მნიშვნელოვანია, შეიქმნას საგამოძიებო კომისია, - ამბობს ბოტკოველი.

შოვის სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნას ქართველი სპეციალისტები შვეიცარიულ კომპანიასთან თანამშრომლობით მოამზადებენ. ინფორმაცია ცნობილი შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული განაცხადით გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ "2023 წლის 3 აგვისტოს მდ. ბუბისწყლის აუზში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები და საჭიროა მას უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი".

სახელმწიფო შვეიცარიულ კომპანიას "GEOTEST-ს" ამ დოკუმენტზე მუშაობისთვის ბიუჯეტიდან 42 000 ევროს გადაუხდის. 

 

მსგავსი სიახლეები