ოჯახური ძალადობა - ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

25.09.23 16:07
ოჯახური ძალადობა - ლაზარე გრიგორიადისს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

კიდევ ერთი რეზონანსული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში - მარტის აქციების დროს დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს  1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

ახალგაზრდას მამის ბექა გრიგორიადისის დაჭრას ედავებიან. 

მოსამართლე, ნანი ნაჭყებიას გადაწყვეტილებით, გრიგორიადისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობით გადაკვალიფიცირდა. 

საბოლო ჯამში, გრიგორიადისი დამნაშავედ იქნა ცნობილი 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რაც  მანქანის დაზიანებას გულიახმობს. მას მოსამართლემ 3000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა მძიმე სასჯელმა აღნიშნული სასჯელი შთანთქა.

 

მსგავსი სიახლეები