ოპოზიციას ნიანგის ცრემლების ყრის და ქულების დაწერის საშუალებას არ მივცემთ - ბექა ოდიშარია

25.09.23 16:25
ოპოზიციას ნიანგის ცრემლების ყრის და ქულების დაწერის საშუალებას არ მივცემთ - ბექა ოდიშარია

"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია ირწმუნება, რომ შოვის მოვლენებთან დაკავშირებით შს მინისტრმა დეპუტატებს ამომწურავი პასუხები გასცა. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ოპონენტებს, რეალურად, არა კითხვებზე პასუხების მიღება,  არამედ თავისთვის ქულების დაწერა უნდათ. 

ყველა კითხვას ვახტანგ გომელაურმა გასცა ამომწურავი პასუხი, სამ წრეზე წავიდა სასესიო დარბაზში, მაინც თითოეული სპიკერი გამოდიოდა და ამბობდა, რომ თქვენ არ გაგვეცით არცერთ შეკითხვაზე პასუხი. ეს ადამიანენი იქმნიან დღის წესრიგს, აქ უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა და იქ, რაჭაში საერთოდ არ გვინახავს ეს ხალხი, შოვში. ჩვენ ახლა ნიანგის ცრემლების ყრის საშუალებას არ მივცემთ და ქულებს ვერ დაიწერენ. შესაბამისად, საგამოძებო კომისიაც ვერ და არ შეიქმნება, - ამბობს ოდიშარია.

შოვის სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესახებ საბოლოო დასკვნას ქართველი სპეციალისტები შვეიცარიულ კომპანიასთან თანამშრომლობით მოამზადებენ. ინფორმაცია ცნობილი შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული განაცხადით გახდა, რომელშიც ნათქვამია, რომ "2023 წლის 3 აგვისტოს მდ. ბუბისწყლის აუზში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით საზოგადოებას გააჩნია ლეგიტიმური კითხვები და საჭიროა მას უმოკლეს ვადებში გაეცეს პასუხი".

სახელმწიფო შვეიცარიულ კომპანიას "GEOTEST-ს" ამ დოკუმენტზე მუშაობისთვის ბიუჯეტიდან 42 000 ევროს გადაუხდის. 

 

მსგავსი სიახლეები