პოლიტიკური ანგარიშსწორება გლდანში - შუკაკიძის ძმა პატიმრობაში დატოვებას ზედა ინსტანციაში გაასაჩივრებს
პატიმრობა გლდანში პოლიტიკური ანგარიშსწორების მონაწილეებს - ე.წ. კანონიერი ქურდის, ნოდარ შუკაკიძის ძმა სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
ელგუჯა შუკაკიძის ადვოკატი, ია გაბედავა ამბობს, რომ პროკურორი რიგ შემთხვევაში იტყუებოდა, არასწორ ინფორმაციას აწვდიდა მოსამართლეს და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოსამართლის მხრიდან პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი არ უნდა ყოფილიყო.
როგორც ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მიმალვას არ ცდილობდა, რადგან საგამოძიებო უწყებებს მისთვის არ მიუწოდებიათ ინფორმაცია, რომ საქმეზე მოკვლევა დაწყებული ჰქონდათ.
ბატონ ელგუჯაზე არ იყო ლაპარაკი, რომ საზღვართან მიდიოდა ან გარბოდა. მიმალვის საფრთხე არის, როდესაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მოწმეებისთვის ცნობილია, რომ აღიძრა საქმე და საგამოძიებო ორგანო დაუკავშირდა, რომ მოდით, გამოკითხვა უნდა მოხდეს.
უნდა იყოს საქმეში მტკიცებულება უტყუარად, რომ აღძრული იყო და მან იცოდა. (საგამოძიებო უწყებამ დააგვიანა დაკავშირება). არ არის ასეთი მტკიცებულება, რომ საგამოძიებო ორგანომ შეადგინა დოკუმენტი, რომ მათ იცოდნენ და მას მერე წავიდნენ საზღვრის გადასაკვეთად ან ხელშეკრულებები ჰქონდა გასაფორმებელი.
თითოეული ბრალდებული ადგა და იმ ორმა ამომწურავად დანარჩენებზე ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ისინი არიან კეთილსინდისიერები გამოძიების მიმართ და მათ მისცეს ჩვენებები დეტალურად, რაც მოხდა, და ბრალდებით რომ დაიბრალონ, არ ვიცი.
დაზარალებულებმა ხელი არ დაადეს, ორი დაზარალებული, ვინც დავკითხეთ დღეს, თქვეს, რომ აღნიშნული პირები, ვინც არიან საბრალდებო სკამზე, არცერთი მონაწილეობას არ იღებდა ჩვენს ან ცემაში ან შეურაცხყოფაში.
პროკურორმა ტყუილი თქვა, პროკურორმა ისიც თქვა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაკვეთოს ლეგალურად და არალეგალურადაც. ვკითხე, ჩვენ ხომ სახელმწიფო ვართ, აცნობა თუ არა, რომ ასეთი ლუფტია და დადიან. შიში კი არა, დოკუმენტი უნდა არსებობდეს და შესაბამისი ორგანოებისთვის უნდა ეცნობებინა, რომ ასეთი რაღაც ხდება და ჩვენთანაც უნდა დებულიყო სისხლის სამართლის საქმეში.
გავასაჩივრებთ, გაკვირვებული ვარ, სამივე საფუძველი, რაც თქვა ბრალდებამ, არცერთი საფუძვლის სამართლიანობა, რომ მტკიცებულება ჰქონოდათ, არ ჰქონიათ, გამიკვირდა, ბატონმა კალატოზიშვილმა როგორ გამოიტანა პატიმრობა,“ - ამბობს ია გაბედავა.