ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია, შესაბამისად, პრეზიდენტზე ზეგავლენის ბერკეტი მმართველი გუნდის მხრიდან არ არსებობს - დავითულიანი
"ქართული ოცნება" შეთქმულების თეორიაზე ალაპარაკდა. ბექა დავითულიანი არ გამორიცხავს, რომ ოპონენტებმა პრეზიდენტზე ზეწოლა მოახდინეს, როდესაც ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნა.
დეპუტატი ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილზე მმართველი გუნდი ზეწოლას ვერ მოახდენდა, რადგან პრეზიდენტი მათთან კონტაქტში დიდი ხანია არ არის, ხოლო ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია.
დღეს მის მაგიდაზე ევს დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც მას შეუძლია, თუ მოაწერს ხელს მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, სანქციები გავრცელდება ბატონ ფარცხალაძეზე. თუ არ მოაწერს, არ გავრცელდება და ახლა, ზეწოლით აკეთებს ამას თუ ზეწოლის გარეშე, ფაქტია, მისი პასუხისმგებლობაა. უკვე დიდი ხანია საქართველოს რპეზიდენტი კონტაქტში საერთოდ აღარ არის მმართელ გუნდთან. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გასულია, შესაბამისად, მასზე ზეგავლენის ბერკეტი მმართელი გუნდის მხრიდან არ არსებობს, - ამბობს ბექა დავითულიანი.