რუსეთის აგენტურის თემა "ოცნების" თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილია, ვერ გადააგორებენ! - ნაცვლიშვილი

25.09.23 17:36
რუსეთის აგენტურის თემა "ოცნების" თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილია, ვერ გადააგორებენ! - ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას ოთარ ფარცხალაძის საკითხი გადაგორება და გადაფარვა არ გამოუვა. ოპოზიციის წევრის თქმით, რუსეთის აგენტურულის ქსელის თემა "ქართულ ოცნების" თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილია და ქვეყნის რუსეთისთვის გადაბარება არ გამოუვათ. 

სახელმწიფოს ნგრევა როდესაც გამალებულად მიმდინარეობს მმართველი პარტიის მხრიდან, ჯაშუშს უნდათ გადააყოლონ მთელი ეს ქვეყანა და მოქალაქეების ბედი, მოუწევთ, პასუხისგება და ვერ მოახერხებენ იმას, რომ კომფორტში იცხოვრონ და გადააგორონ ფარცხალაძის საკითხი. რუსეთის აგენტურული ქსელის თემა, ეს არის მათ თავზე დაკიდებული დამოკლეს მახვილი და არ ჰქონდეთ იმის ილუზია, რომ მშვიდად გააგრძელებენ ამ ქვეყნის გადაბარებას რუსეთისთვის, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები