ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დაგეგმილი ვიზიტით მიდიოდა დასასვენებლად და მიმალვას არ ჰქონდა ადგილი - ტატო ხუნდაძის ადვოკატი
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რამდენიმე დღით ადრე დაგეგმილი ვიზიტით მიდიოდა დასასვენებლად და არანაირ მიმალვას არ ჰქონდა ადგილი,“ - ამ სიტყვებით მიმართა გლდანში თავდასხმაში მონაწილე ტატო ხუნდაძის ადვოკატმა იოსებ ხარატიშვილმა.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არც საზღვრის კვეთას და არც მიმალვას არ ცდილობდა. ხარატიშვილი ამბობს, რომ ტატო ხუნდაძის საწინააღმდეგო ჩვენება დღეს გამოკითხულ არცერთ მოწმეს არ მიუცია.
მე არ ვიცი ის პირი დაზარალებულია თუ ვინ არის. აქ არსად წერია არაფერი და მათ განაცხადეს, რომ მე ვიცავ ტატო ხუნდაძის ინტერესებს, კი, დაინახა იქ, ხელის გარტყმა არცერთ მათგანს არ დაუსახელებია. მინდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შს სამინისტროს, არსად გარბოდა, მიდიოდა ბათუმში, რომ გააჩერეს და მისცა ჩვენება, ყოველგვარი მოტყუების გარეშე. თუ ბედავენ იმას, რომ დაზარალებული, რომელიც არ ენდობა ბრალდებას, ვენდობით იმას. და პირი, რომელიც ენდობა და აძლევს ჩვენებას, ის რატომღაც ბრალდებულის სკამზე ზის და მის მიმართ უნდა გამოვიყენოთ პატიმრობა.
ყველა მოწმე იძახის, რომ არაფერი დაინახავთ, ან თუ დაუნახავთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ დაუნახავთ. შესაბამისად, მათზე ზეწოლა, რა უთხრას პირიქით, გინდა თუ არ თქვი ჩვენზე რამე? აბსოლუტურად სიცრუეა, რაც წერია ბრალდების დადგენილებაში და აბსოლუტურად სიცრუეა, რომ საქმეში არსებობს დაზარალებული, მე ამას ვერ ვხედავ,“ - ამბობს იოსებ ხარატიშვილი.