კონსტიტუციური სისტემის მიმართ ანარქისტული დამოკიდებულება აქვს -ხიდაშელი ზურაბიშვილზე

25.09.23 19:34
კონსტიტუციური სისტემის მიმართ ანარქისტული დამოკიდებულება აქვს -ხიდაშელი ზურაბიშვილზე

"კონსტიტუციური სისტემის მიმართ ანარქისტული დამოკიდებულება აქვს" - ასე აფასებს პლატფორმა "იდეის" ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქმე ეხება, სალომე ზურაბიშვილის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის არ შეწყვეტას.

ხიდაშელის თქმით, პრეზიდენტის მიერ გავრცელებული განცხადება სადღეგრძელოსავით ისმინებოდა.

როდესაც კრიტიკულ მომენტში საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვერ იღებ და მეორე მხრივ, ეს დამოკიდებულება სამართლებრივი, კონსტიტუციური სისტემის მიმართ გაქვს ანარქისტული. მოეწონა ეტყობა, ევროკავშირის თემებზე საუბარი, როდესაც კონსტიტუციაზე ლაპარაკობდა, იქ სადაც იყო 100 პროცენტიანი და შემდეგ, უცებ გადაწყვიტა, რომ აი, რა მოხდა მერე, დიდი ამბავი. სადღეგრძელოსავით იყო მისი განცხადება - აღნიშნა ხიდაშელმა.

 

მსგავსი სიახლეები