იმპიჩმენტის საქმეზე მოსმენა იწყება - დადგებიან თუ არა ერთმანეთის პირისპირ ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი

25.09.23 20:12
იმპიჩმენტის საქმეზე მოსმენა იწყება - დადგებიან თუ არა ერთმანეთის პირისპირ  ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 12 საათი - საკონსტიტუციო სასამართლო. დადგებიან თუ არა ერთმანეთის პირისპირ  ირაკლი კობახიძე და სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ დღეს  გაირკვევა.

სასამართლო  კოლეგიამ  უნდა გადაწყვიტოს, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია პრეზიდენტმა, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპელ ლიდერებთან ვიზიტებზე გაემგზავრა.

სასამართლოს მიერ  სარჩელის განხილვის თარიღის ოფიციალურად  გამოცხადებიდან მალევე, ზურაბიშვილმა მთავრობას კიდევ ერთხელ დაუქნია ხელი გამოსამშვიდობებლად.

პრეზიდენტი ბალტიისპირეთში გაემგზავრა. არ არის გამორიცხული, ეს ვიზიტიც მის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული სასამართლოში, თუმცა ფაქტია, ამ ნაბიჯით ზურაბიშვილმა "ოცნებას" უთხრა, რომ არც სარჩელი აღელვებს და არც მისი გადაყენების მცდელობა.  

"პირველების" ინფორმაციით, კიდევ ერთი ტურნე სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ხარჯებით დაგეგმა. ის ახლა ესტონეთშია და  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უკვე  ესაუბრა ესტონელ კოლეგას.   

მსგავსი სიახლეები