თუ ნაცები იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, ეს პრეზიდენტისთვის პოლიტიკური საჩუქარი იქნება - ხუხაშვილი

25.09.23 19:55
თუ ნაცები იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, ეს პრეზიდენტისთვის პოლიტიკური საჩუქარი იქნება - ხუხაშვილი

"სალომე ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტი პოლიტიკურად საჩუქარია," - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერას.

ხუხაშვილი თვლის, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის შეწყალების საკითხით პრეზიდენტთან ივაჭრებს და იმპიჩმენტის მხარდაჭერას სწორედ მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში დატოვების მოტივით გაამართლებს, პოლიტოლოგი თვლის, რომ ეს სალომე ზურაბიშვილისთვის პოლიტიკური "საჩუქარი" იქნება.

შეიძლება იმ არგუმენტით, რასაც ამბობდნენ ისინი, რომ იმპიჩმენტზე ხმას მივცემთ, არ მივცემთ, ევროკავშირის თემას რომ უკავშირებდნენ, დისკომფორტი ჰქონდათ. ერიდებოდათ, რომ გრძელვადიანი ბედი ერთი კაცის ბედთან დაეკავშირებინათ და ამით ევაჭრათ. 

ახლა, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათ ნახეს საბაბი, არა მიზეზი, ტყუილია, მოგონილი თემაა. ნახეს საბაბი, რომ სააკაშვილის თემას მიაბან. არ შეიწყალებს, მე რამდენადაც ვიცი, სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს. 

დაუჭირონ იმპიჩმენტს მხარი და ნახონ, მერე ამომრჩეველი რას იზამს. სალომე ზურაბიშვილისთვის იმპიჩმენტი პოლიტიკურად საჩუქარია, ნაცებიც თუ დაუჭერენ მხარს, ეს იქნება მისთვის პოლიტიკურად საჩუქარი, აბა, მიდით, ბიჭებო, თქვენ იცით,“ - ამბობს ხუხაშვილი.

მსგავსი სიახლეები