საქმე, რომელსაც ვერ ფარცხავენ - პრეზიდენტი ჯაშუშობაში მხილებული ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ჩქარობს
როდემდე შეუნარჩუნდება ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს პასპორტი? - პრეზიდენტი რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული ყოფილი გენერალური პროკურორისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას არ ჩქარობს.
"ფარცხალაძის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის მიზანია დაასუსტონ სახელმწიფო" - ეს არის დღეს მმართველი პარტიის პოზიცია. ახლა ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ყურადღების სხვა თემაზე გადატანა და ამას ღიად ამბობენ. "ოთარ ფარცხალაძეზე საუბარი უნდა შეწყდეს" - მმართველი გუნდის პოზიცია დღეს არჩილ თალაკვაძემ გაახმოვანა.
თუმცა რაც დრო გადის მით უფრო მეტი დეტალი ხდება ცნობილი ფარცხალაძის რუსული საქმეების შესახებ. შესაბამისად კითხვები მატულობს სუს-ის მიმართაც, რომელმაც არაფერი გააკეთა, ყოფილი პროკურორის ჯაშუშური ქსელის აღსაკვეთად. დრო გამოძიებას და სასამართლოს პრეზიდენტმაც მისცა.
ზურაბიშვილის პოლიტიკური სვლა ფარცხალაძეს გადაფარებული ხელისუფლებისთვის მორიგი თავისტკივილი გახდა. ვიდრე ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა ძალოვანი უწყებები ვალდებული არიან ის დააკავონ და საქართველოში გაასამართლონ.