ბათუმის რუსიფიკაციის გეგმა: მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი 9 ოქტომბრიდან რეგულარულ ფრენებს კომპანია Azimuth-ი იწყებს

25.09.23 20:27
ბათუმის რუსიფიკაციის გეგმა: მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი 9 ოქტომბრიდან რეგულარულ ფრენებს კომპანია Azimuth-ი იწყებს

ბათუმის რუსიფიკაციის გეგმა: მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი 9 ოქტომბრიდან რეგულარულ ფრენებს კომპანია Azimuth-ი იწყებს.  პირველ რეისზე თითქმის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.  ეს იმ დროს, როდესაც აჭარაში ტურისტული სეზონი პრაქტიკულად დასრულებულია.  

რუსები, რომლებმაც ომის შემდეგ საცხოვრებლად ქართული ზღვისპირა ქალაქი აირჩიეს, კიდევ  უფრო  თავისუფლად იფრენენ.  დამატებითი ავიარეისები ბათუმში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების კიდევ უფრო მზარდ ნაკადს ნიშნავს. 

სოჭი-თბილისი და მინვოდი - თბილისი უკრაინის მიერ სანქცირებულ ავიაკომპანიას საქართველოს ავიაციის სააგენტომ ამ მიმართულებებზეც მისცა ფრენების უფლება.

რა შედეგამდე მიიყვანს ეს ქვეყანას რთული გამოსაცნობი არ არის.  მას შემდეგ რაც  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო უკმაყოფილება ღიად გამოხატა,   უკან დახევის ნაცვლად ქართულმა მხარემ  კომპანია Azimuth-ს განუსაზღვრელი რაოდენობის რეისები დაუმატა

მსგავსი სიახლეები