ეროვნულ ბანკში ამბოხია - "სებ-ში ნათია თურნავას გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო"

25.09.23 20:31
ეროვნულ ბანკში ამბოხია - "სებ-ში ნათია თურნავას გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო"

ეროვნულ ბანკში ამბოხია - ასეთი რამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში არ მომხდარა.  მთავარ ფინანსურ ინსტიტუტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ნათია თურნავას გადაყენების მოთხოვნით. ამ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. მათი  თქმით, ვითარება ეროვნულ ბანკში იმდენად კრიტიკულია, რომ სუს-ის ჩარევა გახდა აუცილებელი. 

ოპოზიციის მტკიცებით, ახლა ლილუაშვილის უწყება თანამშრომლების დაშინებით ცდილობს ბუნტის ჩახშობას. 

"რუსული გადაწყვეტილება" - სწორედ ეს ტერმინი გამოიყენა სალომე ზურაბიშვილმა თურნავას გადაწყვეტილების შეფასებისას. ფაქტია, რომ ნათია თურნავას ერთი ხელმოწერით იმუნიტეტი მიიღეს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ. თავად ეროვნული ბანკის სადავეები კი უკვე საეჭვო რეპუტაციის საბჭოს ხელშია.

პრეზიდენტმა ისიც განმარტა, რატომ წარადგინა ყეინიშვილი და ხომერიკი საბჭოს წევრებად. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ ნაბიჯით ოცნების "ლუსტრაცია" უნდოდა.

მსგავსი სიახლეები