რამ გამოიწვია შოვის ტრაგედია და შეიძლებოდა თუ არა მისი აცილება თავიდან? საქმეში შვეიცარიული კომპანია ერთვება

25.09.23 20:44
რამ გამოიწვია შოვის ტრაგედია და შეიძლებოდა თუ არა მისი აცილება თავიდან? საქმეში შვეიცარიული კომპანია ერთვება

რამ გამოიწვია შოვის ტრაგედია და შეიძლებოდა თუ არა მისი აცილება თავიდან?- კითხვებზე პასუხები ქართველ სპეციალისტებთან ერთად შვეიცარიულმა კომპანიამაც უნდა გასცეს.

მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საბოლოო დოკუმენტის მომზადებისთვის უცხოელი ექსპერტები  დაექირავებინა და ამისთვის ბიუჯეტიდან 42 ათასი ევრო გამოყო.

საზოგადოებაში რომ ლეგიტიმური კითხვები არსებობს და მას პასუხები მალე უნდა გაეცეს, ამას გარემოს ეროვნულ სააგენტოშიც აღიარებენ, თუმცა სად იყვნენ აქამდე. თუ ხელისუფლებას შოვზე სიმართლის დადგენა უნდოდა,  მაშინ შეეძლო უცხოელი ექსპერტები საქმეში გაცილებით ადრე ჩაერთო.

 

მსგავსი სიახლეები