ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების დავალება ზურაბიშვილს ივანიშვილმა მისცა - ნათელაშვილი

25.09.23 22:26
ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შენარჩუნების დავალება ზურაბიშვილს ივანიშვილმა მისცა - ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა ფარცხალაძეს ივანიშვილის მიერ გაცემული ბრძანების გამო არ ჩამოართვა, რადგან აშშ-ის მიერ დასანქცირებულ ოთარს არა მარტო თბილისსა და მოსკოვში დაბმული ძაღლივით, არამედ ევროპაშიც შესძლებოდა გადაადგილება.

ნათელაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის არ შეიძლება, რომ რაიმე პოლიტიკური პოზიცია გააჩნდეს, რადგან ის პრეზიდენტად  ივანიშვილის მიერ არის დასმული.

არავითარი დამოკიდებულება და პოზიცია სალომე ზურაბიშვილს არ შეიძლება რომ ჰქონდეს. ის არის დაქირავებული ივანიშვილის მიერ, პრეზიდენტად დასმული და დავალება, რომ გაიმეოროს და თქვას ის რასაც დაავალებს ივანიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეობა არ ჩამოართვა, რადგან ეს დავალება უფროსმა ბიძინა ივანიშვილმა გასცა, რათა ფარცხალაძე, ამ შემთხვევაში, გადაადგილდებოდა დაბმული ძაღლივით მხოლოდ თბილისსა და მოსკოვში - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

მსგავსი სიახლეები