ზურაბიშვილი თუ გაასწორებს ფოკუსს, იტყვის, რომ დავალების გამცემი ივანიშვილია, მაშინ დავუჯერებთ მის გულწრფელობას - ქადაგიძე

25.09.23 22:59
ზურაბიშვილი თუ გაასწორებს ფოკუსს, იტყვის, რომ დავალების გამცემი ივანიშვილია, მაშინ დავუჯერებთ მის გულწრფელობას - ქადაგიძე

"ასეთი რაღაცები ხომ ჩამორჩენილ აფრიკულ დიქტატურაში ხდება" - ასე ეხმაურება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ნათია თურნავას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ქადაგიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილი გაასწორებს ფოკუსს, მისი გულწრფელობა ნამდვილად დამაჯერებელი იქნება.

ის რაც ხდება დღეს ეროვნულ ბანკში, ქალბატონ ზურაბიშვილს რომ ოდნავი სურვილი გამოეჩინა, დღეს ასე არ იქნებოდა. საუბარი იმაზე, რომ გადაწყვეტილებას ქალბატონი თურნავა იღებს, ვინმეს ჰგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მისი მიღებულია? ეს, ხომ ვიცით, რომ სადღაც დაიწერა, რამაც პატიოსანი ხალხის გადადგომა გამოიწვია. ასეთი რაღაცები ხომ ჩამორჩენილ აფრიკულ დიქტატურაში ხდება. ასეთ რამეს განვითარებულ სამყაროში ვერ ნახავთ. ასეთი რამე ხდება იქ, სადაც სახელმწიფოს მიტაცებას ახორციელებენ. ქალბატონი ზურაბიშვილი თუ გაასწორებს ფოკუსს და იტყვის, რომ ეს არის ივანიშვილის დავალებით და თურნავა არის მხოლოდ შემსრულებელი, მაშინ მის გულწრფელობას დავიჯერებთ - აღნიშნა ქადაგიძემ.

სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ საქართველო თავისუფალი სამყაროსგან იზოლირდება, მაშინ იგი რუსეთის გუბერნიის შემადგენელი ნაწილი გახდება.

მიუხედავად იმ პროპაგანდისა, რომ თითქოს რუსეთში ვაჭრობა დადებითია, ჩვენი ეკონომიკის განვითარება ევროპელი მეგობრების დამსახურებაა და საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს. თავისუფალი სამყაროს ნაწილი თუ არ ვიქნებით, მაშინ რუსეთის გუბერნიის შემადგენლობაში შევალთ. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არის დეკლარაცია, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი არ ვართ. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან რუსულ გუბერნიად გახდომას ნიშნავს - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები