რატომ შეაძვრინეთ ეს სახელმწიფო რუსეთის აქოთებულ გვამში - სანიკიძე

25.09.23 23:55
რატომ შეაძვრინეთ ეს სახელმწიფო რუსეთის აქოთებულ გვამში - სანიკიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფო რუსეთის აქოთებულ გვამში შეაძვრინა.

სანიკიძეს თქმით, დროა, ქართველი ხალხი გამოქვაბულიდან გამოვიდეს და საკუთარ ქვეყანას მიხედოს.

საქართველო ჯუჯა რუსეთად გადაიქცა. რატომ შეაძვრინეთ ეს სახელმწიფო რუსეთის აქოთებულ გვამში, რატომ?! იმიტომ რომ, ისევ გინდათ თქვლეფოთ ეს ქვეყანა. დროა, ქართველი ხალხი მიხვდეს, რომ საქართველოს ბიუჯეტი მისია და არა ბიძინა ივანიშვილის. გამოდით ამ გამოქვაბულიდან, გადაშენდნენ დინოზავრები უკვე - აღნიშნა გუბაზ სანიკიძემ.

მსგავსი სიახლეები