სერგო ორჯონიკიძე თქვენთან შედარებით არის ‘’სნეგუროჩკა’’ - გუბაზ სანიკიძე ოცნებაზე
"სერგო ორჯონიკიძე თქვენთან შედარებით "სნეგუროჩკაა" - ასე მიმართავს საქართველოს პარლამენტის წევრი გუბაზ სანიკიძე "ქართულ ოცნებას", რომელმაც გუბაზის თქმით, სამშობლო პუტინის რუსეთზე გაყიდა.
სანიკიძე ამბობს, რომ ახალი თაობა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაყენებასა და განვითარებას შეძლებს.
გამოვთქვამ სინანულს, რომ ჩემი სამშობლოა ამ დღეში, თორემ თქვენი ბედ-იღბლით არ ვარ დაინტერესებული. თქვენ ხარ კლასიკური მოღალატეები. სერგო ორჯონიკიძე თქვენთან შედარებით არის "სნეგუროჩკა". გიყვართ რუსები, იქაურები ხართ. სადღეგრძელოს კი არ გეუბნებით, ყველა კახაბერ ყორღანაშვილის წინააღმდეგ გამოჩნდება ამ ქვეყანაში საჩინო ბარათაშვილი, რომელიც მოდის უკვე ამ ახალგაზრდობის, ახალი თაობის სახით - აღნიშნა მან.