ვის ჩააბარეს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების სამსახური?
საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსად გიორგი ფერაძე დაინიშნა. ის აქამდე საქართველოს კონკურენციის სააგენტოში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ფერაძეს ასევე აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ფინანსურ პოლიციაში მუშაობისა.
კონკურენციის სააგენტოში გიორგი ფერაძის წასვლის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ.