პრეზიდენტი საქართველოს არ წარმოადგენს - პაპუაშვილი

26.09.23 10:23
პრეზიდენტი საქართველოს არ წარმოადგენს - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს ეხმაურება და პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოს არ წარმოადგენს.

პაპუაშვილის თქმით, მართალია სალომე ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას, მაგრამ იგივე კონსტიტუცია მას  გადაადგილების სრულ თავისუფლებას ანიჭებს.

ჩვენთან ადამიანს გადაადგილების უფლება გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, რომელსაც პრეზიდენტი მართალია, არღვევს, მაგრამ იგივე კონსტიტუცია მას ანიჭებს გადაადგილების სრულ თავისუფლებას. მას შეუძლია, თავისუფლად გადაადგილდეს და წავიდეს ნებისმიერ ქვეყანაში და იაროს, სადაც მას სურს, თუმცა, ის, რა თქმა უნდა, საქართველოს არ წარმოადგენს, ვინაიდან მას არ აქვს შესაბამისი მანდატი ასეთი წარმომადგენლობისა". - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები