საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით - საქმით - ესტონეთის პრეზიდენტი

26.09.23 10:24
საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით - საქმით - ესტონეთის პრეზიდენტი

"საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით, საქმით” - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, Facebook-ზე დაწერა.

ალან კარისის თქმით, მომავალი კვირები მნიშვნელოვანია საქართველოს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებისთვის.

“ესტონეთს სურს საქართველოს წარმატება ევროკავშირის რეფორმების გზაზე და მზად ვართ, ჩვენი გამოცდილებით მხარი დავუჭიროთ. მომავალი კვირები მნიშვნელოვანია კანდიდატის სტატუსისკენ მიმავალ გზაზე და ევროკომისიის კრიტეტიუმების შესასრულებლად. საქართველომ უნდა აჩვენოს მონდომება ყველა დონეზე სიტყვით, მაგრამ განსაკუთრებით – საქმით”, – აცხადებს კარისი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში შეხვედრებს მართავს. ესტონეთის შემდეგ, ის ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები