სებ-ის დამოუკიდებლობის გაუქმებით კანდიდატის სტატუსს საფრთხე მიადგება - სამადაშვილი
ცვლილებები ეროვნულ ბანკში - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი აკეთებს საკუთარი ქვეშევრდომის ხელით.
სამადაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაუქმებით კანდიდატის სტატუსს მორიგ ჯერზე მიადგება უზარმაზარი საფრთხე.
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გაუქმება ფაქტობრივად ძალადობრივი ზეწოლის მეთოდებით, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში ჩვენს კანდიდატის სტატუსს მორიგ ჯერზე მიადგება უზარმაზარი საფრთხე და დარტყმა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ფინანსური სისტემის სტაბილურობას შეექმნება ძალიან დიდი გამოწვევა და საფრთხის ქვეშ დგება თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში. ამას აკეთებს დღეს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქვეშევრდომის ხელით". - ამბობს სამადაშვილი.
თანამშრომლების პროტესტის ფონზე, ნათია თურნავამ უსაფრთხოების სამსახურის ახლი შეფი დანიშნა. გიორგი ფერაძე კონკურენციის სააგენტოდან მოულოდნელად ეროვნულ ბანკში მაშინ გადაიყვანეს, როდესაც 200 მდე თანამშრომელი თურნავას რუსული გადაწყვეტილების გამო საპროტესტო პეტიციის გამოქვეყნებას აპირებდა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, თანამშრომლები დაშინების გზით გააჩუმეს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა.
ღუღუნაშვილი მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე იყო.