უსაფრთხოების საკითხებში ნათია თურნავას მრჩევლად მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა

26.09.23 11:15
უსაფრთხოების საკითხებში ნათია თურნავას მრჩევლად მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა

ცვლილებები ეროვნულ ბანკში - სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა.

მალხაზ ღუღუნიშვილი ამ დრომდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი იყო. ის ამ პოსტზე გიორგი ფერაძემ შეცვალა. ამ დროისთვის ნათია თურნავას 2 მრჩეველი ჰყავს. 

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები