საკადრო ცვლილებები სებ-ში - უკავშირდება თუ არა ბუნტს ფერაძის დაქვეითება?

26.09.23 11:44
საკადრო ცვლილებები სებ-ში - უკავშირდება თუ არა ბუნტს ფერაძის დაქვეითება?

ბუნტი სებ-ში - „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ ბანკიდან იმ წერილის შინაარსმა გამოჟონა, სადაც თანამშრომლები თურნავას გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

გოცირიძის თქმით, უკიდურესად არაჯანსაღი პროცესები მიმდინარეობს სებ-ში და ახლა გასარკვევია, უკავშირდება თუ არა ფერაძის თანამდებობის შეცვლა ხელმოწერებს.

თურმე უკვე ნათია თურნავას წინააღმდეგ დაიწყო ხელმოწერების შეგროვება და სებ-ის თანამშრომლები ფაქტობრივად უპირისპირდებიან ერთმანეთს. უკვე გამოჟონა ამ წერილის შინაარსმა, სადაც დაგმობილია თურნავას გადაწყვეტილება, ითხოვენ მის გაუქმებას და ასევე სოლიდარობას უცხადებენ გადამდგარ სამ ვიცე-პრემიერს. კონკურენციის სააგენტოში დირექტორის მოადგილე იყო და მაღალხელფასიან, გადადის დაბალ თანამდებობაზე უსაფრთხოების უფროსად, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია სუს-თან. არის თუ არა ეს ხელმოწერებთან დაკავშირებული, ეს არის გასარკვევი, მაგრამ უკიდურესად არაჯანსაღი პროცესები რომ მიდის ეროვნულ ბანკში, ეს ფაქტია". - ამბობს რომან გოცირიძე.

თანამშრომლების პროტესტის ფონზე, ნათია თურნავამ უსაფრთხოების სამსახურის ახლი შეფი დანიშნა. გიორგი ფერაძე კონკურენციის სააგენტოდან მოულოდნელად ეროვნულ ბანკში მაშინ გადაიყვანეს, როდესაც 200 მდე თანამშრომელი თურნავას რუსული გადაწყვეტილების გამო საპროტესტო პეტიციის  გამოქვეყნებას აპირებდა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით,  თანამშრომლები დაშინების გზით გააჩუმეს. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა.

ღუღუნაშვილი მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე იყო.

მსგავსი სიახლეები