სანქცირებული რუსული გემები საქართველოს გავლით გადაადგილდებიან - "ლელო" მტკიცებულებებს ასაჯაროებს
გასაჯაროებულია მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ სანქცირებული რუსული გემები საქართველოს პორტების გავლით გადაადგილდებიან.
ფაქტები და დოკუმენტები საგანგებო ბრიფინგზე "ლელოს" წევრმა ირაკლი კუპრაძემ წარმოადგინა.
კუპრაძის განცხადებით, მტკიცებულებები სასაზღვრო დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის, გოჩა ბერიძის მიერ არის მოპოვებული, რომელიც ამ დანაშაულებრივი ფაქტის გამოაშკარავების იძულებული გახდა ქვეყანა იძულებული გახდა მისი უსაფრთხოებისთვის დაეტოვებინა ქვეყანა.
მტკიცებულებზე ასახულია გემების გადაადგილების ტრაექტორია რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით.
კუპრაძე ამბობს, რომ "ოცნება" საკუთარი ჯიბის გასამდიდრებლად, საქართველოს მოსახლეობას იძულებით სვრის უკრაინელების სისხლში.
ხელთ გვაქვს მტკიცებულებები, ფაქტები და დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც "ოცნების" კიდევ ერთი მოღალატეობრივი ქმედება და ტყუილი აშკარა ხდება საზოგადოებისთვის. ამ 160 გვერდიანი დოკუმენტებით მტკიცდება, რომ საქართველო "ოცნებამ" აქცია შავ ხვრელად და რუსეთისთვის დახმარების ერთადერთ წყაროდ. ამ დოკუმენტებით ცხადი ხდება, რომ საქართველოს გავლით ყოველდღიურად მიედინება რუსეთის სანქცირებული ნივთები, მათ შორის ნავთობი. ეს არის იმ გემების გადაადგილების ტრაექტორია
სასაზღვრო დეპარტამენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირის, გოჩა ბერიძის მიერ, ამ დანაშაულებრივი ფაქტის გამოაშკარავების შემდეგ იმყოფება უკრაინაში, დევნილობაში, იძულებული გახდა მისი უსაფრთხოებისთვის დაეტოვებინა ქვეყანა.
ამ ფოტოზე ვხედავთ რუსული გემების გადაადგილების ტრაექტორიას რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. ვანო ჩხარტიშვილის გასამდიდრებლად "ოცნება" ყოველდღიურად ღალატობს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. ამ პროცესში, ცხადია, რომ საქართველო მონაწილეობს რუსეთის დასახმარებლად, რის გამოც საქართველოს მოსახლეობას იძულებით გვსვრის უკრაინელების სისხლში, მაგრამ თავად თავად "ოცნება" და ოცნებასთან დაკავშირებული პირები თავად მდიდრდებიან, საუბარია ვანო ჩხარტიშვილსა და მის კლანზე, რომელიც შემდგომ ემსახურება "ოცნების" ხელისუფლებაში შენარჩუნებას.
ეს მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ქართული ოცნება თქვენ, საქართველოს მოსახლეობას გღალატობთ და მოკავშირეობაშია შემჩნეული რუსულ სისხლიან რეჟიმთან.
ეს მტკიცებულებები უნდა იყოს მძიმე პასუხისმგებლობის საფუძველი "ოცნების" კისერზე და უნდა გვესმოდეს, რომ "ოცნება" ემსახურება კრემლის ინტერესებს". - განაცხადა კუპრაძემ