რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის იანვარ-ივნისში 7-ჯერ გაიზარდა - TI

26.09.23 12:22
რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის იანვარ-ივნისში 7-ჯერ გაიზარდა - TI

რუსეთიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობა, 2023 წლის იანვარ-ივნისში 7-ჯერ გაიზარდა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ცნობით, შარშან რუსეთიდან 108 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც რეკორდული წლიური მაჩვენებელია.

ორგანიზაცია კვირის ბოლოს გამოაქვეყნებს სრულ კვლევას რუსეთზე გაზრდილ ეკონომიკურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. 

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემების მიხედვით, რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი პარტნიორია. 

მსგავსი სიახლეები