კალაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს

26.09.23 12:38
კალაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტის იმპიჩმენტს არ გამორიცხავს.

კალაძე ამბობს, რომ დეპუტატების მხარდაჭერით, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა და ზურაბიშვილის გადაყენება.

„მე არ ვიცი რამდენად შესაძლებელია იმპიჩმენტი, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დეპუტატების მხარდაჭერით, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება ამ პროცედურის ბოლომდე მიყვანა. არ არის მისაღები, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს. ეს ძალიან ცუდი სიგნალია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც კანონს იცავენ. ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ტიპის მესიჯებს და განმარტებებს, თუმცა, ეს ყველაფერი უფერულდება, როცა პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები