ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება - კალაძე

26.09.23 12:43
ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება - კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება, როდესაც ვიზიტებს მთავრობასთან არ ათანხმებს.

კალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ეს ძალიან ცუდი საქციელია.

„ჩვენს კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ პრეზიდენტმა ვიზიტები უნდა შეათანხმოს მთავრობასთან. თუ აქამდე ამას აკეთებდა და მთავრობას უთანხმებდა, დღეს რატომ გახდა ეს ყველაფერი აბსურდი? ცხადია, რა არის ამის მიზეზი. სალომე ზურაბიშვილი რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება. ეს ძალიან ცუდია, თუმცა, მისი არჩევანია.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, კონსტიტუციაში რა მოცემულობაც გვაქვს, ყველამ კარგად ვიცით. საგარეო პოლიტიკას ატარებს ქვეყნის მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ჩვენ ვართ არა საპრეზიდენტო, არამედ საპარლამენტო რესპუბლიკა. გვაქვს ახალი კონსტიტუცია, შესაბამისად, ყველამ პატივი უნდა ვცეთ მას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები