გვრჩება განცდა, რომ პრეზიდენტზე ზეწოლაა - არჩილ თალაკვაძე
რატომ არ შეუჩერა პრეზიდენტმა ჯაშუშობაში მხილებულ ყოფილ პროკურორს საქართველოს მოქალაქეობა - ქართული ოცნების დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლას არ გამორიცხავს.
მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტს ფარცხალაძის საკითხის დატოვებას აიძულებენ:
ერთ კვირაში საზოგადოებამ ნახა სამი სხვადასხვა გადაწყვეტილება, ერთი ინსტიტუტის, ანუ პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც პრაქტიკულად, ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ყველას გვრჩება განცდა, რომ პრეზიდენტზე არის ზეწოლა და მას პირდაპირ სთხოვენ, რომ ეს საკითხი [ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება] დატოვოს დღის წესრიგში. დატოვოს იმ ძალებისთვის, რომელთაც სხვა საქმიანი თემები არ აქვთ. სხვა ოპონირებას ვერ ახერხებენ ხელისუფლებასთან, ამიტომ უნდათ, როგორმე თავი გაიტანონ ასეთი საკითხებით"- თქვა თალაკვაძემ.