ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ შეწყვეტით პრეზიდენტი პირდაპირ არღვევს ორგანულ კანონს - კალაძე

26.09.23 12:49
ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ შეწყვეტით პრეზიდენტი პირდაპირ არღვევს ორგანულ კანონს - კალაძე

კახა კალაძე აცხადებს, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არ შეწყვეტით პრეზიდენტი პირდაპირ არღვევს ორგანულ კანონს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“.

კალაძისთვის გაუგებარია, რას ემსახურება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება.

„ვერ გეტყვით. ეს შეკითხვა თავად მას უნდა დაუსვათ, რა არის მიზეზი, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის დოკუმენტს ხელს არ აწერს. პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, ხოლო ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ არღვევს ორგანულ კანონს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“. ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მსგავსი სიახლეები