ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა - ხაბეიშვილი
ეროვნულ ბანკშიც სუს-მა შეაღწია - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, სუს-ი ეცდება თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს ეროვნული ბანკი.
მისი განცხადებით, ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდა ეროვნულ ბანკს.
„ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად ჩამოიშალა ეროვნული ბანკი და საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თურნავას ეს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდა 80 მილიონ დოლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ აიწია, გაიზარდა და ლარი გაუფასურდა, კიდევ უფრო არ გაუფასურებულა, ერთი ეს გადაწყვეტილება 80 მილიონი დოლარამდე დაჯდა. ფარცხალაძისთვის კონკრეტული შეღავათის გაკეთება 80
მილიონ დოლარამდე დაჯდა. ამასობაში, კონკრეტული გადაწყვეტილებები უკავშირდება სუს-ის კონტროლის გაძლიერებას ეროვნულ ბანკში და კონკრეტული ეს გადაწყვეტილებებიც მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, თანამშრომლებზე კონკრეტულად მიუწვდებოდეს ხელი უკვე სუს-სს, ბატონ ლილუაშვილს, რომელიც ახორციელებს მამაოების, პოლიტიკოსების, პედაგოგების თვალთვალს და მიყურადებას. საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ისე ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებით არის დაკავებული და კონკრეტულ თანამშრომელზე ეცდება ზემოქმედებას. ეს ოპერაცია უკვე დაწყებული აქვს სუს-ს, ანუ ბიძინას
უსაფრთხოების სამსახურს და სწორედ ამიტომ, რომ შემდეგში ასეთი „გაურკვევლობა“ არ მოხდეს, ამიტომ ეცდება სუს-ი თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს ეროვნული ბანკი. ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდა ეროვნულ ბანკს.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
თანამშრომლების პროტესტის ფონზე, ნათია თურნავამ უსაფრთხოების სამსახურის ახლი შეფი დანიშნა. გიორგი ფერაძე კონკურენციის სააგენტოდან მოულოდნელად ეროვნულ ბანკში მაშინ გადაიყვანეს, როდესაც 200 მდე თანამშრომელი თურნავას რუსული გადაწყვეტილების გამო საპროტესტო პეტიციის გამოქვეყნებას აპირებდა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, თანამშრომლები დაშინების გზით გააჩუმეს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა.
ღუღუნაშვილი მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე იყო.