რადიკალები იარაღზე ალაპარაკდნენ - რატომ არ იწყება გამოძიება

26.09.23 13:22
რადიკალები იარაღზე ალაპარაკდნენ - რატომ არ იწყება გამოძიება

რატომ არ იწყება გამოძიება რადიკალური, პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერების წინააღმდეგ? - ამ კითხვაზე პასუხი ამ ეტაპზე უცნობია. 

პრორუსული დაჯგუფების ლიდერები კი თავის მართლების რეჟიმზე გადავიდნენ. ზურა მახარაძე "პირველებთან" ინტერვიუში ამტკიცებს, რომ იარაღთან დაკავშირებით მათ არანაირი მობილიზება არ გამოუცხადებია. 

რაც შეეხება ჩატში ნახსენებ ძალადობრივ ტერმინებს, რადიკალების ხელმძღვანელისთვის ამ მიმოწერაში უცნაური არაფერია. 

ჩვენი მხარდამჭერი კითხულობს, რომ თუ როგორც უშიშროება ამბობს, თავს უნდა დაგვესხან, ჩვენ უიარაღოდ უნდა ვიყოთ? მაგაზე ვცემ პასუხს, რომ ამას მოწინააღმდეგე მხარე მაგას გამოიყენებს.

ასეთი სქრინებიც არის და თუ გაინტერესებთ შეგიძლიათ მოიძიოთ, რცა ჩვენს ფლანგზე ამბობენ, რომ უკრაინაში, ოდესაში ასეთი პოზიციის ხალხი პრო უკრაინელებმა "კარგად გამოწვეს" და ამათაც ასეთი ბედი უნდა დაემუქროთო"- ამბობს მახარაძე. 

პრორუსული "ალტ-ინფოს" ლიდერი მიმოწერაში გაჟღერებული ფრაზების გამო პასუხისმგებლობას არ გრძნობს. მისი თქმით, გაერთიანების არცერთ ლიდერს იარაღის მობილიზაცია არავისთვის დაუვალებია. 

ზურა მახარაძე პირდაპირ ამბობს, რომ "ანტი მაიდანს" მხოლოდ მაშინ აამოქმედებენ, თუ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა.

არცერთ ჩვენს ლიდრს  არ მოუწოდებია არც იარაღის შეგროვებისკენ არც მისი გაცემისკენ არის ცალკეული ადამიანები... მე რანაირად უნდა ავუკრძალო საქართველოს ცალკეულ მოქალაქეს, რომ სახლში მას სანადირო თოფი აქვს თუ არ აქვს, წარმოდგენა არ მაქვს.

არსად ჩვენ არ მოგვიწოდებია არავისთვის იარაღის არც შეკრება. სინამდვილეში ეგ არის მანიპულაცია, იმიტომ რომ კონტექტი მანდ იყო სხვა - "ანტი მაიდანი" ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, თუ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა, რასაც ჰქვია მაედანი. აქნუ ქვეყნის უშიშროებამ ხო თქვა, რომ მაედანს გვიკეთებენ, ჩვენ რა მობილიზება გვაქვს დაწყებული ეგ გამოვაცხადეთ. ანუ ხალხის დიდი მასა უნდა იყოს ორგანიზებული, რომ რამდენიმე საათში თბილისში ჩამოვიდეს, ეგ არის რასაც ვამბობთ საჯაროდ" თქვა მან. 

"პირველები" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ამ დროსითვის ლილუაშვილის უწყება კონტაქტზე არ გამოდის. 

მსგავსი სიახლეები