გარწმუნებთ, ბანკის შიგნით თურნავას წინააღმდეგ არავინ მუშაობს - ექსკლუზიური ინტერვიუ სებ-ის საბჭოს წევრთან

26.09.23 13:05
გარწმუნებთ, ბანკის შიგნით თურნავას წინააღმდეგ არავინ მუშაობს - ექსკლუზიური ინტერვიუ სებ-ის საბჭოს წევრთან

პირველი ინტერვიუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთან, რომელიც ადასტურებს, რომ ბანკში პროტესტია - 

„პირველებთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრი რობერტ სინგლეტარი არ უარყოფს, რომ საპროტესტო პეტიცია, რომელსაც ხელს 200-მდე თანამშრომელი აწერდა, ნამდვილად შეიქმნა და ის ნათია თურნავამაც  წაიკითხა, თუმცა რატომ არ გამოქვეყნდა დოკუმენტი, ამ კითხვას არ პასუხობს.

არ ვფიქრობ, რომ ხალხი თურნავას წინააღმდეგია. ვფიქრობ, ხალხი გარკვეულწილად შეშფოთებულია  გადაწყვეტილებით, თუ როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. გარწმუნებთ, რომ ბანკში არავინაა, ვინც თურნავას წინააღმდეგ მოქმედებს.

არ ვარ დარწმუნებული, რომ პეტიცია თურნავას წინააღმდეგ იყო მიმართული, პეტიცია რომელიც შეადგინეს იყო მათი შეხედულებების და პოზიციის გამოხატვა.

მაქვს ინფორმაცია, რომ ის ხალხი, ვინც პეტიციის შედგენა, დააორგანიზა, გადაწყვიტეს უფრო შორს არ წასულიყვნენ. ჩემი, აზრით,ეს სულელური ჭორია". - აცხადებს სინგლეტარი.

თანამშრომლების პროტესტის ფონზე, ნათია თურნავამ უსაფრთხოების სამსახურის ახლი შეფი დანიშნა. გიორგი ფერაძე კონკურენციის სააგენტოდან მოულოდნელად ეროვნულ ბანკში მაშინ გადაიყვანეს, როდესაც 200 მდე თანამშრომელი თურნავას რუსული გადაწყვეტილების გამო საპროტესტო პეტიციის  გამოქვეყნებას აპირებდა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით,  თანამშრომლები დაშინების გზით გააჩუმეს. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა.

ღუღუნაშვილი მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე იყო.

 

მსგავსი სიახლეები