ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებია - კალაძე სებ-ზე

26.09.23 13:25
ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებია - კალაძე სებ-ზე

თბილისი მერი კახა კალაძე ამბობს, რომ საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებია და ეს არავითარ ბუნტს არ უკავშირდება.

კალაძის თქმით, ცვლილებები ნორმალური პროცესია და ყველა უწყებაში ხდება.

ჩვეულებრივი საკადრო ცვლილებია, თუ მაგას მეუბნებით, რომ საკადრო ცვლილებები არ უნდა განხორციელდეს, ვერ დაგეთანხმებით. უნდა განხორციელდეს, ეს ნორმალური პროცესია და ყველგან, ყველა უწყებაში ხდება". - ამბობს კალაძე.

თანამშრომლების პროტესტის ფონზე, ნათია თურნავამ უსაფრთხოების სამსახურის ახლი შეფი დანიშნა. გიორგი ფერაძე კონკურენციის სააგენტოდან მოულოდნელად ეროვნულ ბანკში მაშინ გადაიყვანეს, როდესაც 200 მდე თანამშრომელი თურნავას რუსული გადაწყვეტილების გამო საპროტესტო პეტიციის  გამოქვეყნებას აპირებდა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით,  თანამშრომლები დაშინების გზით გააჩუმეს. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა.

ღუღუნაშვილი მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე იყო.

მსგავსი სიახლეები