"ოცნება" ამტკიცებს, რომ "ალტ-ინფოს" ძალადობრივი მოწოდებებითაც დაინტერესდებიან

26.09.23 13:44
"ოცნება" ამტკიცებს, რომ "ალტ-ინფოს" ძალადობრივი მოწოდებებითაც დაინტერესდებიან

"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ რეაგირება ექნებათ ყველა იმ ფაქტზე, სადაც დესტაბილიზაციის მოწყობაზე არის საუბარი. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ რადიკალური დაჯგუფების ჩატში გაჟღერებული ინფორმაციის შესახებ არაფერი იცის, თუმცა იქვე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში "იარაღზე მოწოდებები" ოპოზიციისგან მოისმინა.  

წინა დღეებში მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციის მოწოდებები პირდაპირ იარაღისკენ. ასევე დაწყებულია გამოძიება იმ შესაძლო ორგანიზატორებზე, რომლებსაც საქართველოში დესტაბილიზაცია  და არეულობა სურთ. გვინდა გითხრათ, ნებისმიერი მცდელობა, ნებისმიერი ორგანიზატორი, რომელიც ცდილობს ან მომავალში შეეცდება, რომ საქართველოში რაიმე ძალისმიერი სცენარით მხარი დაუჭიროს დესტაბილიზაციას, თუ მოაწყოს არეულობა, მიიღებს პასუხს კანონის შესაბამისად. თითოეულ ასეთ რისკზე სახელმწიფო ინსტიტუტები ახდენენ რეაგირებას, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სამართალდამცავი სტრუქტურები. 

მე არ ვიცი, რა ჩატებზე მესაუბრებით, ეს თქვენგან მოვისმინე, მაგრამ პოზიცია გითხარით, რომ ასეთ მცდელობებზე ყოველთვის იქნება რეაგირება"- თქვა თალაკვაძემ. 

„ქართული ოცნების" მხარდამჭერი "ალტ-ინფოს" ლიდერების ანგარიშები დაბლოკილია. მიზეზი კი პრორუსული დაჯგუფების მიერ ახალი მასობრივი არეულობისთვის თანხის შეგროვება გახდა.

რადიკალებმა  მოძრაობა "ანტიმაიდანი“გუშინ  დააფუძნეს და ხალხს ანგარიშზე ფულს არიცხვინებდნენ.

ფული გარდა "ალტ ინფოს" წევრები მოქალაქეებს იარაღის  მობილიზებასაც სთხოვდნენ, ამ ფაქტს მათი შიდა  მიმოწერაც ადასტურებს.

 

მსგავსი სიახლეები