გორში ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით 18 წლის პირი დააკავეს
გორში ტაქსის მძღოლის დაჭრის ბრალდებით 18 წლის პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1965 წელს დაბადებულს ცივი იარაღით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა. სამართალდამცველებმა ნ.დ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.