რომან გოცირიძე: ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტი მისი თეთრი მხარეა, ფარცხალაძის საკითხი - შავი

26.09.23 13:47
რომან გოცირიძე: ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტი მისი თეთრი მხარეა, ფარცხალაძის საკითხი -  შავი

ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ქმედებებს დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. ოპოზიცის წევრი მიიჩნევს, რომ ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტები მისასალმებელია, თუმცა ფარცხალაძესთან მიმართებაში მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. 

დღეს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი არის მისი თეთრი მხარე, მაგრამ ფარცხალაძეს რო არ უწყვეტს მოქალაქეობას, ეს არის მისი შავი მხარე. მისი ვიზიტები ამ მიმართულებით მისასალმებელია და უკრაინაში რუსეთის აგრესიის შემეგ ის სწორ საგარეო პოზიციაზე დგას, - ამბობს რომან გოცირიძე. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს განაგრძობს. პირველი შეხვდრა უკვე გამართა ესტონეტის პრეზიდენტთან, ახლა კი ზურაბიშვილი ლატვიაშია. 

მსგავსი სიახლეები