ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში - პრეზიდენტი მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პროცედურებს განმარტავს
რატომ არ უწყვეტს საქართველოს პრეზიდენტი ჯაშუშობაში მხილებულ ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას - პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.
ადმინისტრაცია მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პროცედურებს განმარტავს, განცხადებაში წერია, რომ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად:
საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. განვმარტავთ: ერთ შემთხვევაში პირი ითხოვს მოქალაქეობის მინიჭებას, შენარჩუნებას ან მოქალაქეობიდან გასვლას. ამ მოთხოვნაზე იუსტიციის სამინისტროს უარყოფითი დასკვნის პრეზიდენტისთვის წარდგენიდან 7 დღეში ითვლება, რომ მოქალაქეს ეთქვა უარი, პრეზიდენტი აქტს არ გამოსცემს. მეორე, ანუ მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში, კანონის მიხედვით, პრეზიდენტს აქვს სამი თვის ვადა ბრძანებულების გამოსაცემად". - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.