სებ-ში რეპრესიები არ არის - თალაკვაძე

26.09.23 14:01
სებ-ში რეპრესიები არ არის - თალაკვაძე

"ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე საქართველოს ეროვნულ ბანკში ბუნტს და რეპრესიებს კატეგორიულად უარყოფს.

მისი თქმით, სებ-თან დაკავშირებით, პარლამენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება და აღკვეთა მოსალოდნელი კრიზისი.

რეპრესიები არ არის. მე არ მაქვს ინფორმაციები შიდა საკადრო გადაადგილებებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ეროვნულ ბანკს, მინდა გითხრათ, რომ პარლამენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღკვეთა ის მოსალოდნელი კრიზისი, რომელიც შეიძლება, ზოგიერთი მონაწილის ინტერესში შედიოდა. კომპეტენტური ადამიანები რჩებიან ბანკში და ნებისმიერ საკითხზე, შეგიძლიათ მათი პოზიცია მოისმინოთ". - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თანამშრომლების პროტესტის ფონზე, ნათია თურნავამ უსაფრთხოების სამსახურის ახლი შეფი დანიშნა. გიორგი ფერაძე კონკურენციის სააგენტოდან მოულოდნელად ეროვნულ ბანკში მაშინ გადაიყვანეს, როდესაც 200 მდე თანამშრომელი თურნავას რუსული გადაწყვეტილების გამო საპროტესტო პეტიციის  გამოქვეყნებას აპირებდა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით,  თანამშრომლები დაშინების გზით გააჩუმეს. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა.

ღუღუნაშვილი მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე იყო.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.

მსგავსი სიახლეები