კრიზისი სებ-ში - თანამდებობა კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების უფროსმა გვანცა ცქიტიშვილმაც დატოვა. პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
თანამშრომლების პროტესტის ფონზე, ნათია თურნავამ უსაფრთხოების სამსახურის ახლი შეფი დანიშნა. გიორგი ფერაძე კონკურენციის სააგენტოდან მოულოდნელად ეროვნულ ბანკში მაშინ გადაიყვანეს, როდესაც 200 მდე თანამშრომელი თურნავას რუსული გადაწყვეტილების გამო საპროტესტო პეტიციის გამოქვეყნებას აპირებდა, თუმცა ოპოზიციის მტკიცებით, თანამშრომლები დაშინების გზით გააჩუმეს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სებ-ის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში მალხაზ ღუღუნაშვილი დაინიშნა.
ღუღუნაშვილი მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის უსაფრთხოების უფროსის თანამდებობაზე იყო.
შეგახსენებთ, 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.