ხმაური და დაპირისპირება ლანჩხუთის საკრებულოში - სხდომაზე დეპუტატებმა იჩხუბეს

26.09.23 15:10
ხმაური და დაპირისპირება ლანჩხუთის საკრებულოში - სხდომაზე დეპუტატებმა იჩხუბეს

ლანჩხუთის საკრებულოში დეპუტატებმა იჩხუბეს - სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე გაიხსნა და დაიხურა. ჩხუბის მიზეზი სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით ოპოზიციის კითხვები გახდა. ირკვევა, რომ მომხდარიდან დღემდე, ადგილობრივ ხელისუფლებას ზარალი არ დაუთვლია. 

გურიაში ახლა ასეთი რეალობაა, 500-ზე მეტი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, ოპოზიციის თქმით კი, მმართველ გუნდს კი არცერთ კონკრეტულ კითხვაზე პასუხი არ აქვთ.

არცერთ კონკრეტულ კითხვაზე, სტიქიიდან დაახლოებით ერთი თვის შემდგომ არცერთი ტიპის დაზარალებულს არ აქვს. პრემიერის ნათქვამი, რომელმაც მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ არცერთი გურული არ იქნებოდა მიტოვებული, არის სრული ფარსი. მოსახლეობა დღემდე სასტუმროში ცხოვრობს, მკაცრი ზამთარი მოდის და ხვალ რა იქნება არავინ იცის, პასუხი არ აქვთ არცერთ კონკრეტულ შეკითხვაზე". - ამბობს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი.

ათამდე სოფელი ახლაც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი, პრემიერი კი რეგიონში არც ერთხელ ჩასულა, თუ რატომ - ამ კითხვებს "ოცნების" წევრების და საკრებულოს თავმჯდომარის უკიდურესი გაღიზიანება მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ პრემიერის ყველა სამსახური იმყოფებოდა ადგილზე.

სტიქია ძალიან დიდი იყო გურიაში. პირადად ღარიბაშვილის წარმომადგენელი ლერი ბარნაბიშვილი ადგილზე იყო და ხელმძღვანელობდა შტაბს. გცემთ პასუხს, პრემიერის ყველა სამსახური იმყოფებოდა ადგილზე". - ამბობს ბესიკ ტაბიძე.

ლანჩხუთის მსგავსად მძიმე მდგომარეობაა ოზურგეთშიც, სადაც ხვალ საკრებულოს სხდომაა დანიშნული. სტიქიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვებს ოპოზიცია ხვალ ოზურგეთის საკრებულოშიც დასვამს. 

 

მსგავსი სიახლეები