კადიროვის ზარი სობჩაკთან და 40 წუთიანი საქმის გარჩევა - ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟის საქციელს კრემლი დუმილით ხვდება

26.09.23 15:31
კადიროვის ზარი სობჩაკთან და 40 წუთიანი საქმის გარჩევა - ჩეჩნეთის მეთაურის ვაჟის საქციელს კრემლი დუმილით ხვდება

კადიროვის შვილის მიერ დაკავებულის ცემა რუსეთში განსახილველ თემად იქცა.

რატომ ეხები ჩემს ოჯახს? -  ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის ზარი ქსენია სობჩაკთან და 40 წუთიანი საქმის გარჩევა.

ცნობილმა ბლოგერმა და ჟურნალისტმა საუბრის მოკლე შინაარსი და ვიდეოზარის დროს გადაღებული ფოტო საკუთარ Telegram არხზე გამოაქვეყნა.

ჟურნალისტი წერს, რომ კადიროვი შვილის დაცვას ცდილობდა და ამბობდა, რომ "ყოჩაღი ბიჭია, ნამდვილი კაცივით მოიქცა".

სობჩაკმა საკუთარ არხზე ათამდე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კადიროვის და მისი ვაჟის საქციელი გააკრიტიკა. ჟურნალისტმა ისიც აღნიშნა, რომ ადამ კადიროვს ვერ დასჯიან, ვინაიდან 15 წლისაა და თავდასხმის მუხლი 16 წლიდან ვრცელდება.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ გააკეთებდა კომენტარს კადიროვის შვილის მიერ ყურანის დაწვის გამო დაკავებული პირის ცემაზე იგნორით უპასუხა და თქვა, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

გასულ დღეს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს. 

მსგავსი სიახლეები