პრეზიდენტის ბოლო გადაწყვეტილებები მიუღებელია, თუმცა იმპიჩმენტისთვის ამის საბაბად გამოყენება, არასწორია - ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებს უწუნებს. საქმე ეხება ეროვნულ ბანკში წარდგენილ კანდიდატებს და ასევე ფარცხალაძეთან მიმართბეაში მიღებულ გადაწყვეტილებას.
ამის მიუხედავად, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის აღნიშნული საკითხების საბაბად გამოყენება ოპოზიციის მხრიან არასწორი იქნება.
ბოლო გადაწყვეტილებები ჩემთვის არც გასაგებია და არც მისაღები, განსაკუთრებით ეროვნულ ბანკში წარდგენილ კანდიდატურებს ვგულისხმობ ად ასევე, რჩება ბუნდოვანება ფარცხალაძის საქმესთან მიმართებაში. მე ეს გადაწყვეილებები არ მომწონს და არ ვიზიარებ ამ გადაწყვეტილებების შინაარსს და ლოგიკას, თუმცა ამ გადაწყვეტილებების საბაბად გამოყენება პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის, თუ ამას ვინმე გეგმავს ოპოზიციიდან, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან მცდარი და არასწორი ნაბიჯი, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს განაგრძობს. პირველი შეხვდრა უკვე გამართა ესტონეტის პრეზიდენტთან, ახლა კი ზურაბიშვილი ლატვიაშია.