პრეზიდენტს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, თუმცა იმპიჩმენტი ქვეყნის მტრობის ტოლფასია - ბოკუჩავა
ენმ-ს წევრს, თინა ბოკუჩავას მიაჩნია, რომ შეცდომების მიუხედავად, პრეზიენტის წინააღმეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არასწორი და ქვეყნისთვის საზიანოა. ოპოზიციის წევრის თქმით, იმპიჩმენტი ქვეყნის ევროინტერგაციის პროცესზე უარყოფით გავლენას იქონიებს.
როდესაც ერთ-ერთ მთავარ, მნიშვნელოვან ინსტიტუციას, რომელშიც ძალიან ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, მათ შორის, იმაში, რომ ის არ იყენებს შეწყალების უფლებამოსილებას პრეზიდენტ სააკაშვილთან მიმართებაში თუ ეროვნული ბანკის კანდიდატებთან დაკავშირებით თუ ბევრი სხვა, მაგრამ იმპიჩმენტის პროცედურით მუქარა და შემდეგს მისი სისრულეში მოყვანა, როდესაც ბრუსელი ღიად გეუბნება, რომ ინსტიტუციური ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია და იმპიჩმენტი უარყოფითად აღიქმება ჩვენი კანდიდატის სტატუსის განხულვისას, არის ქვეყნის ღია მტრობა, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს განაგრძობს. პირველი შეხვდრა უკვე გამართა ესტონეტის პრეზიდენტთან, ახლა კი ზურაბიშვილი ლატვიაშია.