ერევნის ყოფილი მერი პრემიერ ფაშინიანზე თავდასხმის ორგანიზებისთვის დააკავეს
ერევნის ყოფილი მერი ალბერტ ბაზეიანი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანზე თავდასხმის მცდელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს.
ადვოკატის ინფორმაციით, ბაზეიანი დანაშაულს არ აღიარებს და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს. ის 23 სექტემბერს „ჯვაროსნების“ სამხედრო-პატრიოტული ორგანიზაციის შვიდ წევრთან ერთად დააკავეს. მათ ბრალი ხელისუფლების უზურპაციისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობაში ედებათ.
საპროტესტო აქციები მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის პირობებით ზავის დამყარების გამო დაიწყო. აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას და ჰუმანიტარულ დახმარებას მთიანი ყარაბაღისთვის.